2019 წელს სომხეთის საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 26.1% -ით ანუ დაახლოებით 590 მილიონი დოლარით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა პარლამენტში ეროვნული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენისას. მან აღნიშნა, რომ გასული წლის ბოლოსთვის, სომხეთის საერთაშორისო რეზერვებმა 2.85 მილიარდ დოლარს მიაღწია. ”სომხეთის საერთაშორისო რეზერვებს არასოდეს ჰქონია ასეთი დონე მესამე რესპუბლიკის ისტორიაში”, – თქვა მან.
ფაშინიანმა დაამატა, რომ გასულ წრლს საბანკო სისტემის აქტივები გაიზარდა 16.9% -ით, გაცემული სესხების მოცულობა ასევე 16.9 % ანუ 528 მილიარდი დრამით, მოზიდული ანაბრების მოცულობამ 20.7% -ით. გასულ წელს ვადაგადაცილებული სესხები დეკემბერში რეკორდული 0,85 პროცენტით შემცირდა.