კორონავირუსის ინფექციის ორმაგი შემთხვევები სომხეთსა და მთელ მსოფლიოში

კოროვირუსული ინფექციის ორჯერ და მეტჯერ განმეორების შემთხვევები არის დაფიქსირებული მთელს მსოფლიოში და სომხეთშიც. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ახლა საერთაშორისო აკადემიურ დონეზე განიხილება, თუ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ხდება თუ არა ადამიანის ხელახლა დაინფიცირდა, ან ვირუსი უბრალოდ დეაქტივაციას განიცადის და შემდეგ კვლავ აქტიურდება.
დღემდე, ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი არ არსებობს, რადგან ვირუსი არააქტიურ მდგომარეობაში აღმოჩენილი არ არის. ამასთან, სამეცნიერო საზოგადოება უფრო იმ ჰიპოთეზას ეყრდნობა, რომ რომ შეიძლება ქსოვილებში ვირუსის არააქტიური ნაწილაკები არსებობდეს, როდესაც ვირუსი არ მრავლდება, მაგრამ რნმ დაცულია უჯრედებში, რაც ტესტირებით ვლინდება.
ამჟამად სომხეთში სამი ასეთი შემთხვევაა. პაციენტებს არ აქვთ ჩივილები ან სიმპტომები, მაგრამ მათ ვირუსი კვლავ აღმოაჩნდათ საავადმყოფოდან გამოწერის ორი კვირის შემდეგ. ისინი იზოლირებულ იქნენ შესაძლო ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მსგავსი შემთხვევები არ არის ორმაგი ინფექცია, არამედ ვირუსული ნაწილაკების შენარჩუნება პირის ღრუსა და ყელის ქსოვილებში, რაც შემდეგ ვლინდება PCR ტესტირებით.
ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ არის. ამიტომაც უსაფრთხოების წესები კვლავ უნდა იქნეს დაცული.