საზოგადოება

მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში დღეში 2000 PCR ტესტირებაზე გვინდა ავიდეთ — ამირან გამყრელიძე

News.on.ge. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მაისის ბოლოს,ივნისის დასაწყისში დღეში 2000-ზე დღეში PCR ტესტირებას გეგმავენ.

მისი თქმით, დღეს ევროპულ ქვეყნებს ტესტირების დაახლოებით მსგავსი მაჩვენებელი აქვთ.

“ყოველდღიურად ჩვენ ავედით საშუალო მაჩვენებლზე, სადღაც, 1100-1200, ორჯერ გვქონდა 1350-ზე მეტი. 15 მაისისთვის გვინდა, რომ ავიდეთ 1500-ზე, შემდგე უკვე მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში 2000-ზე დღეში, რაც იქნება დაახლოებით ის მაჩვენებლი, რასაც დღეს წამყვანი ევროპული ქვეყნები ახორციელებენ. ხაზს ვუსვამ, ეს არის არა საერთო ტესტირება, საერთო ტესტირება ბევრად მეტია, თუ დავამატებთ სწრაფ ტესტებს, ეს არის მხოლოდ PCR ტექნოლოგიებით ტესტირება, რომელიც დღეს უკვე ქვეყანაში 12 ლაბორატორიაში ტარდება”, — განაცხადა გამყრელიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button