
ჩემი განცხადება ეხება ზოგიერთი ადამიანის მიერ ხელსაყრელ პირობებში დაგროვილ უკანონო სიმდიდრეს, არა მარტო სომხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრმა ანდრანიკ ქოჩარიანმა განაცხადა. მისი თქმით, უკანონოდ შეძენილი ქონების დაბრუნების პარალელურად, სერიოზულად უნდა იქნას განხილული სომხეთის რესპუბლიკიდან გატანილი აქტივების დაბრუნების საკითხიც. ქოჩარიანის თქმით, დიდი ოდენობის თანხები იქნა გატანილი სომხეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და შეერთებულ შტატებში.
”უცხო ქვეყნებში არალეგალურად გატანილი სიმდიდრის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გავხადოთ ზოგადი დღის წესრიგის საკითხი. მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს არა მარტო სომხეთის მოქალაქეებმა, არამედ მსოფლიოში მიმოფენილმა სომხური სათვისტომოს წარმომადგენელებმაც, რადგანაც ეს საკითხი სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს“, – თქვა დეპუტატმა. მისი თქმით, საჭიროა მკაფიოდ დაგეგმილი მოქმედებები, რომლებიც, პირველ რიგში, უნდა იყოს მიმართული ამ აქტივების ადგილმდებარეობის გამოსავლენად. შემდეგ, როგორც ქოჩარიანმა თქვა, აუცილებელია შესწავლილი და გარკვეული იქნას ყველაზე ხელსაყრელი კანონმდებლობის ქვეყანა და მიზანში იქნას ამოღებული ყველა ის უფლებამოსილება, რომლის გამოყენებაც შეიძლება ამ შემთხვევაში.
”ამ შემთხვევაში, საერთაშორისო თანამშრომლობა ფასდაუდებელია, მისი გამოყენება საკმაოდ ეფექტურად შეიძლება. მაგალითად, ევროკავშირის ერთ ტერიტორიაზე საქმის წარმოების დაწყებით, იგი აღიარებული იქნება ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მიერაც, ხოლო ეს უკანასკნელები ვალდებულნი არიან ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთან, როელმაც დაიწყო სამართალწარმოება”, – თქვა მან და დასძინა, რომ უნდა იქნას შესწავლილი სომხეთის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების არსი. ქოჩარიანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოიყეებული იქნას არსებული ბერკეტები, რის შემდეგაც აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს სომხეთის ტერიტორიის გარეთ არსებული აქტივების გაყინვა და საბოლოოდ დაბრუნებულნი იქნან ისინი სომხეთის რესპუბლიკაში. ”ზემოხსენებული ნაბიჯების თანმიმდევრობა მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს, დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტს ის ყოველივე, რაც ხალხს და ქვეყანას ეკუთვნის და არა ცალკეულ პირებს”, – დაასკვნა ქოჩარიანმა.