Freedom House- ის მოხსენების ისტორიაში სომხეთს ყველაზე მაღალი დემოკრატიზაციის მაჩვენებელი აქვს

Freedom House- ის მოხსენების ისტორიაში, ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სომხეთს დემოკრატიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ამის შესახებ განაცხადა ამერიკის ცნობილმა სამართალდამცავმა ორგანიზაციამ მოხსენება ‘’Nations in Transit” -ის გამოქვეყნების შემდეგ. მოხსენება ეძღვნებოდა პოსტსაბჭოთაკავშირის 29 ქვეყნის დემოკრატიულ მაჩვენებლებს. ეს სომხეთში აღრიცხულ მაჩვენებელთაგან ყველაზე მაღალია. ქვეყანამ ამ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე წარმატებას მიაღწია არჩევნების ორგანიზებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემის ირგვლის არსებული განვითარებები კი ჯერ კიდევ დასახვეწია. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „ამერიკის ხმა“.
Freedom House– ის თანახმად, პოლიტიკური ცვლილებების, კანონის უზენაესობისა და სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოებრივმა შეთანხმებამ საფუძველი ჩაუყარა სომხეთში ხავერდოვან რევოლუციას. ეს საზოგადოებრივი მოთხოვნაისტორიული შესაძლებლობაა დემოკრატიის განვითარებისათვის, რამაც, ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებთან ერთად,სხვა მრავალი ავტორიტეტული ლიდერი აიძულა გადახედათ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებისა და საშუალებებისათვის.
მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მმართველი სისტემის გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებს, ცალკეა გამოყოფილი სომხეთი და უკრაინა, რომლებმაც ამ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე აღრიცხეს დემოკრატიის მაღალი მაჩვენებელი. დღეს ამ ქვეყნების ლიდერები დგებიან გამოწვევის წინაშე – დემოკრატიული ნორმების დარღვევის გარეშე გაამართლონ მოქალაქეთა მოლოდინი და შეცვალონ კორუმპირებული სისტემა.
Freedom House მოუწოდებს სომხეთისათვის გაწეული იქნას ფართო პროგრამული დახმარება კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციური რეფორმების გასაძლიერებლად, მათ შორის სასამართლო და პოლიციის რეფორმებისა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევროპისა და ევრაზიის რეგიონის სულ უფრო მეტი ლიდერი უკვე ღიად თავს ესხმის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფასეულობებს. Freedom House– ის პრეზიდენტმა მაიკლ აბრამოვიჩმა მოუწოდა დასავლეთის დემოკრატიებს არ უგულებელყონ თავიანთ სამეზობლოში არსებული ანტიდემოკრატიული პროცესები და შეერთებულმა შტატებმა კვლავ იკისროს დემოკრატიული ფასეულობების დამცავის მისია.