ანალიტიკამთავარი

გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”: აქტიური საგარეო პოლიტიკის ყველა მთავარ სფეროში

”გასულ წელს სომხეთმა აქტიური ნაბიჯები გადადგა საგარეო პოლიტიკის ძირითადი  მიმართულებით და შესაბამისად მნიშვნელოვანი მიღწევებიც დაფიქსირდა. სომხეთის ერთ-ერთი უმთავრესი ძირითადი საკითხი იყო  მოლაპარაკების პროცესში არცახის სტატუსი და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის  მთავრობის 2019 წლის საქმიანობის ძირითადი შედეგების საგარეო განყოფილებაში, რომელიც  პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარუდგინა სომხეთის პარმლამენტს.  

ანგარიშის თანახმად სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ორჯერ შეხვდა ილჰამ ალიევს. 22 იანვარს დავოსში ჩატარდა არაფორმალური შეხვედრა, ხოლო ოფიციალური შედგა  23 მარტს ვენაში. აქტიური იყო დისკუსიები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზც. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ხუთჯერ შეხვდნენ:  პარიზში, მოსკოვში, ვაშინგტონში, ნიუ იორკში და ბრატისლავაში.

გასულ წელს, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისა და დაგმობისკენ. 2019 წლის  აპრილში სამმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება დაგმოს სომეხთა  გენოციდი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც 24 აპრილს სომხეთის გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღეს აღიარებს. მანამდე, 10 აპრილს, იტალიის პარლამენტმა მოუწოდა მთავრობას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ, ხოლო 26 აპრილს პორტუგალიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ცნობს სომეხთა გენოციდს. წელი დასრულდა 12 დეკემბერს  აშშ-ს სენატის მიერ მიღებული რეზოლუციით, რომელიც აღიარებს და გმობს სომეხთა გენოციდს, რომელსაც წინ უძღოდა 30 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატის შესაბამისი  გადაწყვეტილება“.

ნახეთ მეტი
Back to top button