
ჩვენ ხშირად გთავაზობთ პოლიტიკური მიმომხილველის ჰაკობ ბადალიანის ანალიტიკური სტატიების თარგმანს. დღესაც გთავაზობთ სტატიას, რომელიც გამოქვეყნდა lragir.am საიტზე.
„აზერბაიჯანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად არცახის კონფლიქტის დარეგულირების ექსპერტული დაკვირვების საკითხში ჩართული ტოფიკ ზულფუღაროვი, ეხმიანება მოლაპარაკების პროცესის ამჟამინდელ მდგომარეობას, განსაკუთრებით ლავროვის ბოლო განცხადების კონტექსტში, სადაც ლაპარაკობს აზერბაიჯანისთვის დიპლომატიურ ჩიხზე.
„ თანათავმჯდომარეებს ხომ არაფერი არ უთქვამთ, რომ მნაცაკანიანი არასწორი იყო, ან ისინი, როგორც შუამავალი, სანქციებს უწესებენ სომხეთს. ეს არ გაჟღერებულა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოდის, რომ სერგეი ლავროვმა, ფაქტობრივად, უბრალოდ გააკეთა განცხადება, რამაც გამოიწვია სომეხთა მკაცრი გამოხმაურება. აი ეს არის მომხდარის არსი“,- თქვა ზულფუღაროვმა.
აზერბაიჯანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე დიდი ხანია ცნობილია აზრბაიჯანული დიპლომატიის კრიტიკით, სამიზნეში ჰყავს ამოღებული აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი მამედიაროვი. თუმცა ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მამედიაროვის სამიზნეში ამომღებთა რიცხვი მხოლოდ ზულფუღაროვით არ შემოიფარგლა. პირველ რიგში მას აკრიტიკებდნენ ალიევის გარემოცვა, პრეზიდენტის აპარატიდან, პარლამენტიდან.
ეს ადასტურებს, რომ ბაქოში წვდებიან ვითარების პოლიტიკურ კონტექსტს. ზულფუღაროვი უბრალოდ ამ ყველაფერზე უფრო ღიად და თავისუფლად საუბრობს, ოფიციალური სტატუსის არქონების გამო. თავის მხრივ, იგი ასევე თავისუფლად საუბრობს ომის დაწყების აუცილებლობაზე და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ვერ მიაღწევს ვერაფერს მოლაპარაკებების გზით.
ზულფუღაროვი აცხადებს, რომ ამჟამად აზერბაიჯანს აქვს სამხედრო უპირატესობა, ძლიერი არმია და სომხეთს აქვს პრობლემა რუსეთთან, ამიტომ რუსეთის უსაფრთხოების ქოლგა აღარ მუშაობს. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის საზოგადოებისთვის ინფორმირება ომის გარდაუვალობის შესახებ და რომ ამჯერად ომი არ შემოიფარგლება მხოლოდ მთიანი ყარაბაღით, არამედის გავრცელდება სომხეთისა და აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე.
რას ამბობს ზულფუღაროვი? ერთი შეხედვით თითქოს ჩანს, რომ ის ლაპარაკობს დიპლომატისათვის შეუფერებელი უხეში სამხედრო რიტორიკით. სიღრმისეულად თუ დავუკვირდებით, იგი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური მილიტარიზმის ფონზე, აზერბაიჯანულ საზოგადოებას შეგნებული არ აქვს ომის მასშტაბები, ისინი შეცდომაში შეჰყავთ, რომ ომი გაიმართება არცახში (მთიან ყარაბაღში), ბაქოდან შორს და ისინი მიიღებენ „გამარჯვების“ ამბებს.
ზულფუღაროვი სინამდვილეში ამბობს, რომ ომი წარიმართება ბაქოში, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ომზე საუბრის დაწყებამდე ან ომის შესახებ მთავრობის რიტორიკის მოსმენის შემდეგ, აზერბაიჯანელებუ უნდა დაფიქრდნენ მზად არიან თუ არა შეეგებნონ ომს საკუთარი სახლის ზღურბლზე“.