კულტურა

პავლიაშვილი, გარიკ მარტიროსიანი, ლეპსი წერენ გამარჯვების დღისადმი მიძვნილ ერთობლივ სიმღერას

რუსული შოუბიზნესის კაშკაშა წარმომადგენლები წერენ დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სიმღერას.
ერევანი – Sputnik. ცნობილი მომღერალი, კომპოზიტორი სოსო პავლიაშვილი, რომელიც ამ დღეებში ოჯახთან ერთად იზოლირებულია სახლში, აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში.
მომღერალმა აღნიშნა, რომ ამჟამად იგი ერთობლივ სიმღერას წერს ცნობილ სატირიკოს გარიკ მარტიროსიანთან, ევგენი ორლოვთან და გრიგორი ლეპსთან.
”ვარ რა თვითიზოლაციაში, დღეში რამდენჯერმე ვლოცულობ და დაკავებული ვარ საყვარელი საქმიანობით, მუსიკით. მე და ჩემი მეგობრები შევთანხმდით ერთი იდეის გარშემო. ჩვენ ვწერთ ახალ სიმღერას გარიკ მარტიროსიანთან, ევგენი ორლოვთან და გრიგორი ლეპსთან ერთად, რომელიც ეძღვნება დიდ სამამულო ომში გამარჯვებას. ეს არის ჩვენი სულის ძახილი”, – აღნიშნა მომღერალმა ”სობესედნიკთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, მათ შესაძლებლობა აქვთ ონლაინ კონცერტები გამართონ.
მანამდე, რუსეთში მცხოვრებმა შოუმენმა, სატირიკოსმა მიშა გალუსტიანი ,,ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო მესიჯი, სადაც ხალხს მოუწოდა 9 მაისს, დიდი სამამულო ომში გამარჯვების დღეს, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ინტერნეტ სივრცეში თავიანთ  მშობლიურ ენაზე იმღერონ სიმღერა გამარჯვებაზე.
დიდი სამამულო ომი მოხდა 1941-1945 წლებში. ნაცისტური გერმანია და მისი მოკავშირეები (იტალია, უნგრეთი, რუმინეთი, ფინეთი და 1945 წლიდან იაპონია) წინასწარი გამოცხადების გარეშე, თავს დაესხნენ  საბჭოთა კავშირს. ეს ომი დასრულდა 1945 წლის 9 მაისს საბჭოთა კავშირის გამარჯვებით.

სომხები  სსრკ ხალხების რიგებში მეოთხე იყვნენ არმიისა და სამხედრო-საზღვაო ძალების გენერლებსა და ადმირალთა შორის, აგრეთვე საჰაერო ძალებისა და საარტილერიო ჯარების ოფიცრების შემადგენლობაში და მეექვსე ადგილზე იყვნენ სსრკ გმირების სიაში.
ამ წელს რუსეთში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გადაიდო კორონავირუსის გამო.
9 მაისს, გამარჯვების დღეს, გაიმართება საავიაციო აღლუმი, იქნება ფეიერვერკი რუსეთის ქალაქებში.

ნახეთ მეტი
Back to top button