მთავარიპოლიტიკა

სომხეთში ჩამოყალიბდა დემოკრატიული სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრი

News.am. 2018 წლის მაისიდან სომხეთში ჩამოყალიბდა დემოკრატიული სტაბილურობა. ამის შესახებ 6 მაისს, ეროვნული კრების სხდომაზე მთავრობის 2019 წლის პროგრამის განხორციელების შესახებ მოხსენების განხილვის დროს განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთი სტაბილური დემოკრატიული ქვეყანაა. ”თქვენ იცით, რომ ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში ავტორიტარული სტაბილურობა არსებობდა, და ამის ფონზე დემოკრატიული სტაბილურობა შეიძლება არასტაბილური ჩანდეს. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთში ჩამოყალიბდა სწორედ დემოკრატიული სტაბილურობა, ხალხის მთავრობა და დემოკრატია, და არაფერი ემუქრება მათ”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში არ არსებობს პოლიტიკური, კრიმინალურ-მაფიოზური ძალა, რომელიც შეძლებს შეაფერხოს დემოკრატიული სტაბილურობა. ”მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთმა 2019 წლის საერთაშორისო დემოკრატიის  ყველა მაჩვენებელში  შთამბეჭდავი ზრდა აღნიშნა”, – დაასკვნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button