შეერთებულმა შტატებმა უარყო ცნობა საქართველოს ლუგარის ლაბორატორიაში ვირუსის შექმნის შესახებ

შეერთებულმა შტატებმა უარყო ცნობა საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ვირუსის შექმნის შესახებ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სინანული გამოთქვა, რომ ჩინეთი იზიარებს შეშფოთებას ლაბორატორიასთან დაკავშირებით, იტყობინება ria.ru.
„სამწუხაროა, რომ ახლაც, როდესაც ჩვენ ვეძებთ საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს, ჩვენ ვეჯახებით რუსულ ტრადიციულ ტყუილს, ამჯერად ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, კერძოდ კი საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიასთან. რუსული სიცრუის თანახმად ლაბორატორია არა თუ ახდენს დაავადების პრევენციას, არამედ ავრცელებს მას“. ამის შესახებ განაცხადა ჯორჯ კენტმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
მან ხაზი გაუსვა, რომ ლუგარის ლაბორატორიებში ტესტები ტარდება, რათა ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.
მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა RIA Novosti- სთან ინტერვიუში თქვა, რომ კორონავირუსი კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ იფიქროთ ბიოლოგიური იარაღის სფეროში მეტი გამჭვირვალეობის შესახებ. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვისათვის ცნობილია, რომ აშშ ახორციელებდა კვლევებს სამხედრო მიზნებისათვის თბილისის მახლობლად არსებულ ლუგარის ლაბორატორიებში.