საზოგადოება

შორეული გადაზიდვების სატვირთოს მძღოლმა ისაუბრა მძღოლების პრობლემებზე საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების დროს

,,სპუტნიკი საქართველო“. შორეული გადაზიდვების სატვირთოს მძღოლმა ფურკატ ბაბაევი სთხოვს საქართველოს მთავრობას გაზარდოს ქვეყანაში ყოფნის შესაძლო ხანგრძლივობა საერთაშორისო ტრანსპორტირებით დაკავებული მძღოლებისთვის.
შორეული გადაზიდვების სატვირთოს მძღოლმა ისაუბრა მძღოლების პრობლემებზე საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების დროს.
მძღოლებს უფლება აქვთ საქართველოში დარჩნენ არაუმეტეს 48 საათისა. ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მთელი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის ყველა არსებული საგუშაგოს გალით.
”მე ვმოგზაურობ უზბეკეთიდან, ქალაქ სამარკანდიდან თბილისში, მომაქვს ლობიო. მე საზღვარზე მომცეს 48 საათი საქონლის ჩამოტვირთვისთვის. მე მათ ავუხსენი, რომ აქედანაც მიმაქვს საქონელი, და ვთხოვე ვადის გახანგრძლივება. ავტომანქანა რომ გაფუჭდეს სამი ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა უნდა გადავიხადოთ უბრალოდ. მინდა ვთხოვო საქართველოს მთავრობას გაზარდოს ქვეყანაში ყოფნის შესაძლო ხანგრძლივობა ერტი კვირით მაინც, 48 საატი ჩვენ არ გვყოფნის“, – აღნიშნა ბაბაევმა ,,სპუტნიკი საქართველოსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოში თითო მანქანაში მხოლოდ ერთი მძღოლია ნებადართული, ხოლო რუსეთში – ორი, ამასთანავე ისინი არ ზღუდავენ ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობას.
18 მარტიდან საქართველომ თავისი საზღვრები დახურა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, მაგრამ ეს წესი არ ვრცელდება შორეული გადაზიდვების სატვირთო ავტომობილებზე. მათ კვლავ შეუძლიათ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაცვით: შესაბამისი ეკიპირებით – ნიღბებითა და ხელთათმანებით.

ნახეთ მეტი
Back to top button