საერთაშორისო

აზერბაიჯანელთა წარწერები დავით გარეჯზე: მონასტერი ყოველდღე კარგავს თავის ქართულ გარეგნობას (ვიდეო)

Infoteka24.ru   ამ დღეებში  ქართულმა მედიამ კვლავ დააყენა ქართული სამონასტრო კომპლექსის, დავით გარეჯის თემა, რომელიც მდებარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე და აზერბაიჯანული მესაზღვრეების მიერ უკანონოდ დაკავებულია. ქართულმა სატელევიზიო არხმა “მთავარმა” მოამზადა რეპორტაჟი, რომელშიც აღწერილია მონასტერთან  არსებული ვითარების გაუარესება.

აზერბაიჯანელი  მესაზღვრეები არა მხოლოდ ხელს უშლიან ქართველ მლოცველების და სასულიერო პირების მონასტრებში შესვლას. ახლა უდაბნოს მონასტრის გვერდით  ქვებით  წარწერა გააკეთეს აზერბაიჯანულ ენაზე “სამშობლო ჩემი გულია”. ამან აღაშფოთა ქართველი ჟურნალისტები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვერ ახსნეს, თუ როდის გაჩნდა ეს წარწერა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გაიტანეს  მონასტრიდან  ფრესკები და ხატები. სად მოხდა  ზუსტად მათი ტრანსპორტირება  – უცნობია.

ნახეთ მეტი
Back to top button