ანალიტიკამთავარი

აშშ-მა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მკაცრი შენიშვნა მისცა ლავროვს

IRAGIR.AM აშშ – ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმა, ვიდეოკონფერენციის დროს „ამერიკის ხმის“  კითხვაზე, მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების თაობაზე  აღნიშნა, რომ

იგი კომენტარს არ გააკეთებს ლავროვის განცხადებაზე, რომელიც ეხება არცახის  კონფლიქტს  და ამ კონფლიქტის მოგვარების  ეტაპობრივ პაკეტს. „მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ბოლო დროს მან  არაერთი  უსარგებლო განცხადება გააკეთა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შეერთებული შტატები ღრმად არის ჩართული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგში“,  – თქვა კენტმა.

ამერიკელი დიპლომატის განცხადება შეიძლება შეფასდეს სხვადასხვანაირად,  განსხვავებული სქოლიოებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მაგიდაზე დევს საკითხის გადაჭრის ეტაპობრივი ვერსია.  ამ განცხადებაზე ერევანმა უხეშად უპასუხა, რომ საკითხის ასეთი გადაჭრა არ შეესაბამება ერევნის სურვილს და უპირველესია  სტატუსისა და უსაფრთხოების საკითხი და თავდაცვის ზოლისათვის განკუთვნილი ტერიტორიები დათმობას არ ექვემდებარება.  ლავროვის განცხადებამ უცნაური რეაქცია გამოიწვია ბაქოში, სადაც ალიევის გარემოცვის წარმომადგენლებმა და სამთავრობო ექსპერტებმა დაიწყეს საგარეო საქმეთა მინისტრის მამედიაროვის კრიტიკა, რომ  მან მოლაპარაკებები წააგო.   ურთიერთსაწინააღმდეგო სურათთან გვაქვს საქმე,  ლავროვი ხომ აზერბაიჯანული მხარის სასიკეთოდ ლაპარაკობდა არა?

შემდეგ კი  ზულფუღაროვი, აზერბაიჯანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც კარგად ესმის  ვითარებაც და პრობლემაც, აცხადებს, რომ  ლავროვმა ის გააჟღერა, რაზეც ერევანმა მკვეთრად უპასუხა, ხოლო მისნკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს არავითარი რეაქცია არ გამოუხატავთო.

ზულფუღაროვი პირდაპირ თუ ირიბად ლაპარაკობს აზერბაიჯანული მოლაპარაკების ჩაშლაზე  და მოუწოდებს საკითხი გადაჭრილი იქნას სამხედრო გზით.  რა შინაგანი მოტივებით ხასიათდემა მისი მოწოდება. მაგალითად, მამედიაროვის საკითხის გადაჭრა, რომელსაც უკან რუსეთი უდგას, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა, როცა  ასეთი კონკრეტული  საომარი განცხადებები კეთდება.

ყოველივე ამის ფონზე ამერიკელი ჩინოვნიკი  უწოდებს ლავროვის განცხადებას უსარგებლოს, რითაც შესაძლოა რუსეთს მიანიშნებს სტაბილურობის პასუხისმგებლობის შესახებ. აზერბაიჯანთან გარკვეული საკითხების მოგვარების მცდელობისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაქტობრივად შექმნა სიტუაცია, როდესაც ორივე მხარე მკვახე რიტორიკას მიმართას.

ერთის მხრივ, ამ სიტუაციამ მეტწილად გახსნა   დარეგულირების გზა და წარმოაჩინა  ბაქოს ჩიხი, მაგრამ, მეორეს მხრივ, მას შეუძლია შექმნას  „შემობრუნების“  ეფექტი აზერბაიჯანისთვის, რაც სტაბილურობას რისკის ქვეშ აყენებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეახსენებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სტაბილურობის საკითხში.

აღსანიშნავია, რომ წინა დღეს სერგეი ლავროვს დაურეკა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხები.

ავტორი: ჰაკობ ბადალიანი

ნახეთ მეტი
Back to top button