მთავარიპოლიტიკა

ზოჰრაბ მნაცაკანიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა იაცეკ ჩაპუტოვიჩთან

News.am. პოლონური მხარის ინიციატივით, 7 მაისს შედგა სრ საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანის სატელეფონო საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იაცეკ ჩაპუტოვიჩთან. ამის შესახებ იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და იაცეკ ჩაპუტოვიჩმა გაცვალეს მოსაზრებები ახალი ტიპის კოროვირუსის შედეგად მიღებულ გამოწვევებზე, მათ გადასაჭრელად გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობის წრეებში.
ორმხრივი დღის წესრიგის კონტექსტში სომხეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთდაინტერესების სფეროებში სომხეთ-პოლონეთის თანამშრომლობის გააქტიურების მხრივ, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის განმტკიცების გზით.
საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის დღის წესრიგში იდგა პანდემიის შედეგად შექმნილ პირობებში საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში ეფექტური თანამშრომლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის საკითხები.

სატელეფონო საუბრის დროს, მინისტრები მნაცაკანიანი და ჩაპუტოვიჩი შეეხნენო სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობას, ხაზი გაუსვეს რა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის საჭიროებას, როგორც ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთთანამშრომლობის მასტიმულირებელ პლატფორმას. ამ კონტექსტში, მინისტრმა მნაცაკანიანმა ხაზი გაუსვა ყოვლისმომცველი და გაღრმავებული პარტნიორობის შეთანხმების როლს ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საქმეში.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონალური აქტუალური საკითხების გარშემო.

ნახეთ მეტი
Back to top button