კულტურა

ნაპოვნია მარტიროს სარიანის და ჰოვჰანნეს ზარდარიანის დაკარგული ნახატები

სომხური ფონდებიდან გაუჩინარებული ღირებულებების ძებნა გრძელდება.  59 მილიონი დრამის კულტურული ფასეულობების ადგილი ჯერ კიდევ უცნობია.
ერევანი – Sputnik. სრ საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აღძრული სისხლის სამართლის საქმის შედეგად ნაპოვნი და  კონფისცირებული იქნა მარტიროს სარიანის ნახატის “სომხეთი” ესკიზი და ჰოვჰანნეს ზარდარიანის ფუნჯს მიკუთვნებული ტრილოგია “რენესანსი”.

კულტურის გამორჩეული ფასეულობების – სარიანის 60 მილიონი დრამის ღირებულების და ზარდარიანის 2 მილიონი დრამის ღირებულების ნახატების გაუჩინარების ფაქტი დადასტურდა 2018-2019 წლებში სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია „საგამოფენო ცენტრის“ ფონდში განხორციელებული შემოწმებების დროს.

2019 წლის 3 აპრილს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე – სრ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) მესამე ნაწილის პირველი პუნქტით, 180-ე მუხლის (განსაკუთრებული ფასეულობების მქონე ნივთების მიტაცება) პირველი ნაწილის და 315-ე მუხლის  (თანამდებობრივი დაუდევრობა) მე -2 ნაწილის ნიშნებით, რომელთა წინასწარი გამოძიება ხორციელდება სრ საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიების მთავარ სამმართველოში.

ჩატარებული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების შედეგად, მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ მ.სარიანის ნახატი “სომხეთი”  და ჰ. ზარდარიანის “რენესანსის” ტრილოგიის ცენტრალური ნაწილი შეიძლება იყოს ერთ-ერთ საფონდო საცავში. 2020 წლის 7 მაისს ჩატარებული გამოძიების შედეგად, ფასეული ნამუშევრები ნაპოვნი და კონფისკირებული იქნა.
ამასთან, სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება ამით არ მთავრდება. საქმე იმაშია, რომ რევოლუციის შემდეგ, სრ კულტურის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული კულტურული ფასეულობების ფონდების შემოწმების შედეგად გაირკვა 121,380,000 სრ დრამის  საერთო ღირებულებით მრავალი კულტურული ფასეულობის:  ნახატების, გობელენების, გრაფიკული ნამუშევრების, ქანდაკებების გაუჩინარება.

1 აშშ დოალრი 480 სრ დრამის ტოლფასია.

ნახეთ მეტი
Back to top button