პოლიტიკა

საპარლამენტო დიალოგის აღდგენა – კრემლის შეთავაზებას ოფიციალური თბილისი პასუხობს

,,მთავარი არხის” ინფორმაციით, კრემლის ინიციატივა გადამწყვეტ არჩევნებამდე 6 თვით ადრე – ოფიციალური თბილისი საპარლამენტო დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით რუსული მხარის ინიციატივას ეხმაურება.

საქმე ეხება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგის აღდგენისთვის მზაობა დააფიქსირა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თანხმობის შემთხვევაში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ჩრდილოელ მეზობელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების დარღვების ფაქტებს ახსენებს.

არ შეიძლება, რომ რუსეთის ფედერაცია ბორდერიზაციის პირობებში, ხალხის გატაცების პირობებში, ჰქონდეს რაიმე პოზიტიური მოსაზრებები. თუ აქვს ასეთი მოსაზრებები, ჟენევის ფორმატი საკმაოდ კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ ეს პოზიცია გამოამჟღავნოს და კონცეფცია წარმოადგინოს, – აცხადებს ვოლსკი.

ოკუპანტ ქვეყანას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც. მისი თქმით, რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

„რაშა თუდეის“ მიერ ორგანიზებულ ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძეც იღებდა. მისი თქმით, საქართველომ რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა დაიწყოს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ მოახერხებს.

ნახეთ მეტი
Back to top button