პოლიტიკა

უკანონო წარმოშობის მქონე ქონების კონფისკაციის შესახებ კანონი შეიძლება 3-4 თვეში იქნას გამოყენებული

თუ სომხეთში რომელიმე თანამდებობის პირი ფლობს ქონებას, რომელიც გაცილებით ძვირია, ვიდრე მას შეეძლო შეეძინა საკუთარი კნონიერი შემოსავლით, ხდება მისი კონფისკაცია. ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის სხდომაზე განაცხადა სრ იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა.

მინისტრი ირწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩქარობენ, მაგრამ სერიოზულ ყურადღებას აქცევენ ამ “სამუშაოების” ხარისხს. ბადასიანის თქმით, მოსახლეობას შესაძლოა გარკვეული მოლოდინი ჰქონდეს ამ კანონისგან, მაგრამ მათ მაინც უნდა გაითვალისწინონ ვადები. მინისტრმა აღნიშნა, რომ თუკი ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონს ხელს მოაწერს პრეზიდენტი, მოსამზადებელი სამუშაოები 3-4 თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც იგი სრულად ამოქმედდება.

ბადასიანმა ასევე აღნიშნა, რომ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის აღქმის ინდექსის 2019 წლის მოხსენებაში აღნიშნა, რომ სომხეთმა წინა წელთან შედარებით  თავისი პოზიცია 28 საფეხურით გააუმჯობესა, კორუფციის აღქმის ინდექსი ერთ წელიწადში 7 პუნქტით დაწინაურდა. ეს სომხეთის ისტორიაში გამორჩეული მაჩვენებელია.

ნახეთ მეტი
Back to top button