მთავარიპოლიტიკა

8 მაისი შუშის განთავისუფლების დღეა

8 მაისი მნიშვნელოვანი დღეა მთიანი ყარაბაღის ომის ისტორიაში. 28 წლის წინ, ამ დღეს, დაიწყო ოპერაცია სახელწოდებით “ქორწილი მთებში”, რომელიც გამთენიისას 9 მაისს დასრულდა შუშის განთავისუფლებით.

შუში  ბორცვზე გაშენებული  ქალაქია  და აზერბაიჯანელები უფრო მოხერხებულად ახდენდნენ დაბლობში არსებული სომხური მშვიდობიანი საცხოვრებელი ადგილების  დაბომბვას, მათ შორის სტეფანაკერტისასაც.  მტრის გასაჩუმებლად ერთდროულად ოთხი მიმართულებით ხდებოდა დაგეგმილი სამხედრო ქმედებების განხორციელება. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალების მეთაური იყო არკადი ტერ- თადევოსიანი.

შეტევას აღმოსავლეთის მიმართულებით ხელმძღვანელობდა  მთიანი ყარაბაღის დაცვის არმიის პირველი მეთაური არკადი  კარაპეტიანი, ჩრდილოეთით  ვალერი ჩითჩიანი,  ჩრდილოეთ -დასავლეთით სეირან ოჰანიანი. იური ჰოვანესიანი ხელმძღვანელობდა  საყრდენ წერტილს  „26-ს“, რომელიც შეიცავდა სარეზერვო ნაწილს.  სამხრეთ ანუ ლაჩინის მიმართულებით მეთაური იყო სამველ ბაბაიანი.

საომარი მოქმედებების შედეგი წინასწარ განსაზღვრული იყო უკვე 8 მაისისათვის.  ღამით  2.30 საათზე, ქირსის  სამხედრო პოზიციების დაპყრობისა და ლაჩინ-შუშის გზაზე კონტროლის დაწესებისს შემდეგ, სომხური არმია უკვე დილით ადრე შევიდა  შუშში. სომხური სამფეროვანი დროშა უკვე ფრიალებდა წმინდა ყაზანჩის  ეკლესიის დანგრეულ გუმბათზე.  ხოლო საღამოს მოწინააღმდეგეს  შესაძლებლობა მიეცა დაეტოვებინათ ციხე ქალაქი სპეციალურად გამოყოფილი დერეფნით.

9 მაისს შუში უკვე განთავისუფლდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა გმირული სულისკვეთების გამოვლენის შედეგად.

არკადი ტერ-თადევოსიანს  არაერთხელ უთქვამს, რომ შუშის განთავისუფლება შეუძლებელი იქნებოდა, თუ ისინი მხოლოდ სამხედრო კანონებით იხელმძღვანელებდნენ. მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ვაზგენ სარგსიანი არსებულ პროგრამას  უტპიად  მიიჩნევდა.  შუშის ოპერაციას, როგორც ვთქვით ეწოდებოდა „ქორწილი მთებში“ რაც დაკავშირებული იყო მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან  ვაზგენ სარგსიანთან, რომელიც დაქორწინებული არ იყო და უთქვამს შუშის აღების შემდეგ აუცილებლად დავქორწინდებიო.

ციხე-ქალაქის დაპყრობის შემდეგ ომი 1994 წლის 12 მაისამდე გაგრძელდა.  თუმცა, შუშის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ის მალე დასრულდებოდა.  შუშის აღება გარდამტეხი მოვლენა იყო  ყარაბაღის ომში.

ნახეთ მეტი
Back to top button