მთავარიპოლიტიკა

სამმაგი დღესასწაული – შუშის განთავისუფლება, თავდაცვის არმიის შექმნა და დიდ სამამულო ომში გამარჯვება აღინიშნება 8-9 მაისს არცახსა და სომხეთში.

ეს დღესასწაული განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით აღინიშნება მთელი მსოფლიოს სომეხთა მიერ – სომხეთში, არცახსა  და დიასპორაში. 75 წლის წინ დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვებამ მსოფლიოს მოუტანა ძვირფასად მოპოვებული მშვიდობა, რაც ხალხთა ცხოვრებისა და სახელმწიფოების განვითარების გარანტი გახდა. ასობით ათასმა სომეხმა მთელს მსოფლიოში, როგორც საბჭოთა არმიის რიგებში, ისე სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგობების მოძრაობებში ჩართულებმა  ღირსეული წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში, ბევრმა სიცოცხლეც კი შესწირა. რამოდენიმე ათეული წლის წინ, გენოციდის საშინელებისაგან გადარჩერნილმა, ფერფლიდან აღმდგარმა  სომეხმა ხალხმა მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში,  თავისუფლების, სამართლიანობისა და ცივილიზაციის გადარჩენისათვის ბრძოლაში.

მრავალი წლის შემდეგ, 1992 წელს, თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის კიდევ ერთ ომში  ჩვენ კვლავ გამარჯვება ვიზეიმეთ  და გავიმარჯვეთ  შუშისთან ბრძოლაში, რამაც გადამწყვეტი გახადა მთიანი ყარაბაღისათვის ომი და მალე  მიღწეული იქნა ზავი. უკვე სამი ათეული წელია  შუშის განთავისუფლებით,  მოსახლეობამ არცახში მიიღო  მშვიდობიანი ცა და  თავისუფლად ცხოვრების უფლება. უკვე არცახელი ბავშვების მთელმა თაობამ არ იცის რა არის ომი და  უდარდელად  ცხოვრობენ მშობლიურ მიწაზე. შუშის გამარჯვება მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ გაიმარჯვა სომხეთმა, არცახმა და დიასპორამ ერთად აღებულმა.

კორონავირუსის ეპიდემიის ჭრილში, მასობრივი დღესასწაულები გაუქმდა ორივე სომხურ სახელმწიფოში. მაგრამ ერევანში გაიმართება გამარჯვების საჰაერო ალღუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ MiG-29, Su-30SM , Su-25 თვითმფრინავები  და Mi-24P, Mi-8MTV ვერტმფრენების მფრინავები და ეკიპაჟები. დღესასწაული გაუქმებულია, მაგრამ მათი სახელები, ვინც ჩვენ ეს დღესასწაული გვაჩუქა, ხშირად თავიანთი სიცოცხლის ფასად, მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში.

ნახეთ მეტი
Back to top button