პოლიტიკა
სომხეთში დიდი სამამულო ომის 279 ვეტერანი ცხოვრობს

7 მაისის მდგომარეობით, სომხეთში დიდი სამამულო ომის 279 ვეტერანი ცხოვრობს. როგორც არმენპრესის“ – ს კითხვას უპასუხა სომხეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომ მათგან 242 კაცია, 37 კი ქალი. ვეტერანთაგან ყველაზე ასაკოვანი 104 წლისაა, დაიბადა 1916 წელს.
გასულ წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის ყოველთვიური საპატიო პენსია გაორმაგდა და გახდა 200 დოლარის ექვივალენტი დრამი.
მიმდინარე წლის 30 აპრილს მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დიდ ვეტერანთა ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თითოეულ ვეტერანს 650 დოლარს გამოუყოფენ.
9 მაისს აღინიშნება დიდი სამამულო ომის დროს გამარჯვების 75 წლისთავი.