ალიევი: „დიდმა აზერბაიჯანელმა მეცნიერმა გამოიგონა „მოლოტოვის კოქტეილი“
აზერბაიჯანული მეცნიერების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დიდ სამამულო ომში წითელი არმიის გამარჯვებაში, ამ წვლილის ნათელი მაგალითია “მოლოტოვის კოქტეილი”, – თქვა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მითის შედგენა ჩვეულებრივი პრაქტიკაა აზერბაიჯანული აკადემიური წრეებისთვის და მით უმეტეს, პოლიტიკური “ელიტისთვის”. მაგრამ ალიევის ამ განცხადებამ უკვე ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
„ასევე, აზერბაიჯანული მეცნიერების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ამის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის, მაგრამ დიდმა აზერბაიჯანელმა მეცნიერმა იუსიფ მამედალიევმა გამოიგონა აალებადი ნარევი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც “მოლოტოვის კოქტეილი”, – განუცხადა ალიევმა ჟურნალ “National Defense” – ს, რომლის მაისის ნომერი გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში, წერს „რია ნოვოსტი“.
იმისათვის, რომ ხაზი გაესვა აზერბაიჯანის მნიშვნელობას ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ბაქომ გადაწყვიტა მითების გამოგონება. ანალოგიურად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საბჭოთა კავშირის 120 გმირის სია, რომლიდანაც მხოლოდ 39 აზერბაიჯანელია, დანარჩენი კი სომხები და რუსები. რაც შეეხება „მოლოტოვის კოკტეილს“, ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ეს ტერმინი გამოჩნდა საბჭოთა-ფინეთის ომის დროს (1939-1940). თავდაპირველად, ამგვარ ხელნაკეთ ჭურვებს ფინელები საბჭოთა ტანკებს ესროდნენ და უწოდებდნენ „მოლოტოვის კოკტეილს“, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარი იყო. მსგავსი „კოკტეილები“ გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომშიც.