საზოგადოება

ერევნის „სუფთა ჰაერზე“ გამოსეირნებული ცხენები

კვირას დილით,    7 ცხენი იქნა შემჩნეული ერევნის დავითაშენის რაიონში.

სატელევიზიო გადაცემა “არმკომედიის” წამყვანმა  სერგეი სარგსიანმა ცხოველები ვიდეოზე გადაიღო  სოციალური ქსელით გაავრცელა.

„დავითაშენში  ჰაერი ისე გაიწმინდა, რომ ცხენები დაბრუნდნენ“, – წააწერა მან ვიდეოს.

ვიდეოს ბევრი სახუმარო გამოხმაურება მოჰყვა:

„ცხენები დაბრუნდნენ – ველოდებით რაინდებს“.

„პარლამენტი დავითაშენში გადმოსულა“

„ჩემებია! ჩემები! მეტი ვეღარ დავაკავე სახლში“

„ამ წვიმაში დელფინებიც მოვლენ მალე“

„იმედი მაქვს დინოზავრები არ დაბრუნდებიან“ – წერენ მომხმარებლები.

ნახეთ მეტი
Back to top button