საერთაშორისო

თუ რას ელოდება ზელენსკი სააკაშვილისაგან

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის დადებით შედეგებს ელოდება მიხეილ სააკაშვილის საქმიანობიდან მომდევნო თვეებში. ამის შესახებ მან  9 მაისს ბრიფინგზე განაცხადა.

”შედეგებს ველოდები სააკაშვილის მუშაობისაგან არა მისი დანიშვნის მეორე დღეს, არამედ უახლოეს თვეებში. შედეგებს  ბიზნესისა და საბაჟო რეფორმებში”, – თქვა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს მოახერხა კორუფციის გადალახვა და საბაჟო სისტემის განახლება.

„როგორც სააკაშვილმა აღნიშნა ჩვენი შეხვედრისას, თავის დროზე მან საბაჟოზე ახალი კადრები დანიშნა, მაგრამ მათმა ვერ გაამართლეს და ის იძულებული გახდა ისინი საქმისათვის ჩამოეშორებინა, ვერ გაამართლეს მომდევნოებმაც.   საბაჟო რეფორმა ასეთი რთული საქმეა. მინდა, რომ მან ეს გააკეთოს”, – დასძინა ზელენსკიმ.

”მეორე მომენტი: მას საკმაოდ ძლიერი ინვესტიციური კავშირი აქვს მრავალ ქვეყანასთან. როდესაც ისინი ბათუმს აშენებდნენ, ბევრი ინვესტორი მონაწილეობდა. იმ პერიოდში  და ისინი  აშენებდნენ ქსელურ  სასტუმროებს. მას აქვს გამოცდილება”, – განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განაცხადა,   რომ მას აინტერესებს სააკაშვილი საპენსიო რეფორმების საკითხშიც.  ”მას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი და მოსალოდნელია მრავალი რეფორმა”, – თქვა ზელენსკიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button