საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი ეწვია მთიანი ყარაბაღის სამხედრო ნაწილებს (ვიდეო)

„არცახში (მთიან ყარაბაღში) მოვინახულეთ სამხედრო ნაწილები და თავდაცვითი პოზიციები, გავეცანით სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ და საცხოვრებელ პირობებს, საინჟინრო სამუშაოებს და ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში დანერგილ კვების ახალ რეჟიმს“. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა თავის ფეისბუქის გვერდზე და გამოაქვეყნა თანდართული ვიდეო.