კულტურამთავარი

„ქართული მონასტრის საიდუმლო სამყაროში“ – New York Times-ის სტატია ფოკაზე

„ქართული მონასტრის საიდუმლო სამყაროში” – ამ სათაურით ფოტოჟურნალისტი რობერტ პრესუტი მკითხველს ჯავახეთს აცნობს.

წმინდა ნინოს აღდგენილი ეკლესია

მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული სამოგზაურო შეზღუდვების გამო, გავლენიანმა გამოცემამ ახალი რუბრიკა დაიწყო – „მსოფლიო ფოტო-ობიექტივში.“

დედა შუშანიკი და დედა ნანა

„ჩვენი ფოტოჟურნალისტები პლანეტის ყველაზე ლამაზ ადგილებში ვირტუალურად გამოგზაურებენ. ამ კვირაში რობერტ პრესუტი საქართველოს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში გადაღებულ ფოტოებს გაგიზიარებთ.“- ასე იწყება New York Times-ის სტატია საქართველოს შესახებ, სადაც ფოტოჟურნალისტი შავ-თეთრი ფოტოებით ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და მონაზონთა ცხოვრებას აღწერს.

დედა ელიზაბეტი

„მონაზვნების ნაწილი მინანქარსა და მოზაიკებზე მუშაობს, ნაწილი ჯავახურ ტრადიციულ ტექსტილს, ასევე სანთელს, შოკოლადს და თაფლს ამზადებს. მონაზვნები სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. მათ შეისწავლეს ყველის მომზადების წესები და 18 სახეობის ყველს ამზადებენ.“

დედა შუშანიკი ძროხების საკვებს ამზადებს.

სტატიაში აღწერილია სოფელი ფოკა და ადგილობრივთა ცხოვრება.

დედა რახელი ყველით

„დღეს, როდესაც სამყაროში თითოეული ჩვენგანისთვის ცვლილებები სწრაფად ხდება, ეს მონაზვნები მთელი მსოფლიოსთვის მშვიდად ლოცულობენ და უძველეს ტრადიციებს ინარჩუნებენ.

სააღდგომო მსახურება წმინდა ნინოს სახელობის ფოკის საყდარში

ჩემთვის ეს ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა, “- ნათქვამია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button