საერთაშორისო

სააკაშვილის აზრით საქართველოს კიევთან კონფლიქტის შემთხვევაში შიმშილი ელის

„ინფოტეკა 24“.     უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი და  საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს შიმშილს უწინასწარმეტყველებს, თუ თბილისი გაწყვეტს ურთიერთობებს კიევთან. ამის შესახებ მან ილაპარაკა „მთავარი არხის“ ეთერში.

პოლიტიკოსი თვლის, რომ საქართველო უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული კიევთან ურთიერთობით, რადგან საქართველოს  დახლზე არსებული პირველი მოხმარების სურსათი სწორედ უკრაინიდან შედის საქართველოში.

„უკრაინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენი პროდუქციისათვის. უკრაინასთან ურთიერთობაზე ჩრდილის მიყენება კატასტროფა იქნება და ხვალ საქართველოში ხალხი დაიღუპება შიმშილით“ – თქვა სააკაშვილმა.

ადრე აღინიშნებოდა, რომ საქართველომ გამოიძახა ელჩი კიევიდან ახსნა-განმარტებისათვის, მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილი დანიშნა უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად.

ნახეთ მეტი
Back to top button