პოლიტიკა

“სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს” – რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე და რას წერს უცხოური მედია?

,,ამბები.გე”-ს ინფორმაციით, მას მერე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ა­ნის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ვნა არ მო­ხერ­ხდა, უკა­რი­ა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ მას სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­მო­უ­ძებ­ნა და რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნა. რო­გორც ჩანს, ეს და­ნიშ­ვნა სკნა­და­ლუ­რი გა­მოდ­გე­ბა – ოფი­ცი­ა­ლურ­მა თბი­ლის­მა უკვე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს, თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძეს თბი­ლის­ში კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე გა­მო­ი­ძა­ხე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არ გა­ნი­ხი­ლავს უკ­რა­ი­ნას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტას ან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გა­და­ხედ­ვას, თუმ­ცა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მხრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მიერ მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ძებ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი და­ნიშ­ვნაც შე­კი­თხვებს იწ­ვევს, რის გა­მოც, ელ­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, თუ რა ქმე­დე­ბე­ბია აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რათა შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ ნე­გა­ტი­უ­რად არ იმოქ­მე­დოს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა მსოფ­ლიო მე­დი­ა­შიც.

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის ბი-ბი-სის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი («BBC Russian») აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ინც შე­ვი­და – იგი რე­ფორ­მე­ბის საბ­ჭოს აღ­მას­კო­მს უხელ­მძღა­ნე­ლებს”, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

“რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­იქ­მნა იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პეტ­რო პო­რო­შენ­კოს მიერ და სა­კონ­სულ­ტა­ციო-სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს სტა­ტუ­სი აქვს, მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში შე­დის რე­ფორ­მე­ბის პო­ლი­ტი­კის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, და­გეგ­მვა და რე­ა­ლი­ზე­ბა. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი კი პრე­ზი­დენ­ტია და ის არ­ჩევს საბ­ჭოს პერ­სო­ნა­ლურ შე­მად­გენ­ლო­ბას. საბ­ჭომ თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე 28 სხდო­მა ჩა­ა­ტა­რა, ბოლო სხდო­მა კი 2018 წლის მარ­ტში ჰქონ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მარ­თულ­მა სხდო­მამ, რომ­ლის დრო­სას ოდე­სის ოლ­ქის მა­შინ­დელ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა არ­სენ ავა­კოვ­მა ერ­თმა­ნეთ­ში ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­ჩე­ვა და­ი­წყეს, რაც სა­ჯა­რო შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და – ჭი­ქე­ბი­დან წყლის შეს­ხმით. რო­გორც ჩანს, რად­გან ახ­ლაც ორი­ვე პო­ლი­ტი­კო­სი რე­ფორ­მე­ბის საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან, სხდო­მა­ზე ისი­ნი ისევ ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდე­ბი­ან ხოლ­მე…”

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ­ჟა­მინ­დე­ლი და­ნიშ­ვნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მე­ო­რედ მოს­ვლას წარ­მო­ად­გენს. იგი კი­ევ­ში 2014 წელს თა­ვი­სი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­გის, უკ­რა­ი­ნის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პეტ­რო პო­რო­შენ­კოს მიწ­ვე­ვით ჩა­ვი­და, იმა­ვე წელსვე უკ­რა­ი­ნის მოქ­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კო­რუფ­ცი­ას­თან და ოლი­გარ­ქებ­თან უკომ­პრო­მი­სო მებ­რძო­ლის სა­ხე­ლი ჰქონ­და გა­ვარ­დნი­ლი, იგი თავს ეს­ხმო­და ქვეყ­ნის მა­შინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ­სენ ია­ცე­ნი­უკს, რომ­ლის გა­და­ყე­ნე­ბა, სხვა­თა შო­რის, პეტ­რო პო­რო­შენ­კო­საც სურ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტი­სა­გან ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოს­ტი მი­ი­ღო, მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით იგი პრე­ზი­დენ­ტსაც მის­წვდა და პეტ­რო პო­რო­შენ­კოს კრი­ტი­კაც და­ი­წყო. გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­წყო. სა­ბო­ლო­ოდ, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვა და ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა”.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წერს კი­დევ ერთი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა “ფა­ი­ნენ­შელ თა­იმ­სი” («Financial Times») სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ფორ­მე­ბის გამ­ტა­რებ­ლად და­ი­ნიშ­ნა: ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ვიცე-პრე­მი­ე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ახლა რე­ფორ­მე­ბის მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბელ როლს შე­ას­რუ­ლებს”. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, კერ­ძოდ, ნათ­ქვა­მია: “2019 წელს არ­ჩე­ულ­მა უკ­რა­ი­ნის ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­უბ­რუ­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნა სურ­და, ცდი­ლობ­და ვერ­ხოვ­ნა რა­და­ში სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის “ხალ­ხის მსა­ხუ­რის” მხარ­და­ჭე­რა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ამა­ოდ. ბევ­რმა დე­პუ­ტატ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ზედ­მე­ტად კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძვე­ლე­ბუ­რად პრე­ზი­დენტს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბაო.

თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი გახ­დე­ბო­და, მისი თქმით, იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან და სხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ნა­ვი­თა­რებ­და უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კის სა­სარ­გებ­ლოდ. უკ­რა­ი­ნის ბიზ­ნეს-სა­ზო­გა­დო­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო ისე­თი პო­ლი­ტი­კო­სის დაბ­რუ­ნე­ბით, რო­მელ­საც რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა კი ჰქონ­და, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ მო­კავ­ში­რე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­თაც იყო ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა მა­ინც დიდი იმე­დე­ბი არ­სე­ბობ­და იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­აჩ­ქა­რებ­და, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს კრე­დი­ტე­ბის აღე­ბას გა­უ­ად­ვი­ლებ­და და ოლი­გარ­ქებს გვერ­დზე გას­წევ­და”.

ნახეთ მეტი
Back to top button