პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა ბრაზილიაში 94 ათას ლარიანი ავტომობილი ბიუჯეტის ფულით შეიძინა

New Posts. საქართველოს საელჩომ ბრაზილიაში 94 ათას ლარად შეფასებული ავტომობილი შეიძინა. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.


დეპუტატის თქმით, MERCEDES BENZ C 200 EQ – 2019 შეიძინა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს 29 520 ამერიკული დოლარი დაუჯდა. ავტომობილის შესყიდვის ხელშეკრულება კი პირველ მაისს გამოქვეყნდა.

“არანორმალური სიტუაციაა, ასეთი გაჭირვების დროს მერსედესით უზრუნველვყოთ საქართველოს ელჩი ბრაზილიაში, რომელსაც არც ერთი სიკეთე არ მოუტანია და ეჭვი მაქვს, არც გახარიამ იცის, ვინ არის და არც საგარეო საქმეთა მინისტრს ეცოდინება, ვინ არის ელჩი და, სავარაუდოდ, ამ შესყიდვების მერე გაიხსნებენ და იქნებ მოიკითხონ ეს კაცი და ბიუჯეტის ჭამას მოეშვან”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button