ეკონომიკა
საქართველოში იხსნება წარმოების ყველა სფერო და მაღაზიები

11 მაისი, არმენპრესი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ქვეყანაში იხსნება წარმოების ყველა სფერო.
“არმენპრეს” -ის გადმოცემით, “გრუზია ონლაინი” იუწყება, რომ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაყიდვის პუნქტების გარდა იხსნება ყველა მაღაზია.
”11 მაისს ჩვენ გავხსნით წარმოების ყველა სფეროს. თუ აქამდე მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე ვსაუბრობდით, ახლა ვხსნით წარმოების ყველა სფეროს. გარდა ამისა, ჩვენ ვხსნით საცალო და საბითუმო მაღაზიებს, რომლებსაც წვდომა აქვთ ქუჩიდანაში და არ ყიდიან ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. ეს არ ეხება მოლებს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 638 ადამიანი, ხოლო ინფექციის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 -ია.