სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში გაიზარდა 79-ით და გახდა 3392

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები სომხეთში კორონავირუსის დაავადების მიმდინარეობის შესახებ. ბოლო ერთი დღის განმავლობაში დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევა.
ერევანი, 11 მაისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 79-ით გაიზარდა და გახდა 3392. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ამ დროისთვის, ფაქტობრივად, მკურნალობს 1970 პირი, ჩატარებულია 32561 ტესტი, ხოლო ინფიცირებულთაგან 1359 უკვე გამოჯანმრთელებულია. საერთო ჯამში დაფიქსირდა კორონავირუსის დაავადებით 46 გარდაცვალების შემთხვევა და 17 არაპირდაპირი გარდაცვალება.
10 მაისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3313 იყო.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კოროვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს 2020 წლის 14 მაისის 17:00 საათამდე.
4 მაისიდან მოიხსნა მოქალაქეების მოძრაობასა და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვები, საჭირო აღარაა გადაადგილების ფურცელიც.