საერთაშორისო
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა, ინფიცირებულთა კი მხოლოდ 1-ით

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა და 349-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეს მხოლოდ 1-ით გაიზარდა და ამ დროისთვის სულ 639-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 4 769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი რჩება.
კორონავირუსისგან საქართველოში 11 ადამიანია გარდაცვლილი.