საერთაშორისო
ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული ომის პლატფორმად გადაიქცა – ხატია დეკანოიძე “დეილი მეილის” სკანდალურ სტატიაზე
“დეილი მეილის” სკანდალურ სტატიას, “ნაციონალურ მოძრაობაში” ეხმაურებიან.
როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საქართველოში ოპერირებს ჰაკერების ჯგუფი და ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურმა ან
მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსულ ჰიბრიდულ ომს.
“ეს ჰიბრიდული ომი არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხე ცივილიზებული სამყაროსთვის. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც გამოცემა ზუსტად მიუთითებს, რომ ჰაკერების ჯგუფი მუშაობდა საქართველოდან. ეს ნიშნავს იმას, რომ, სამწუხაროდ, ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ პლატფორმად უკანასკნელ პერიოდში გადაიქცა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება”,- განაცხადა დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე. წერს newposts.ge