საზოგადოება

ჩვენ ტყვედ ჩავვარდით, ერთი ყავარჯნებითაა, მეორე კი ასაკოვანი ქალი. ლარსში დაახლოებით 2 ათეული სომეხია დარჩენილი

News.am. ზემო ლარსის ნეიტრალურ ზონაში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის დაახლოებით ორ ათეულ მოქალაქეს შორის სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემების მქონეებიც არიან. ამის შესახებ NEWS․am- სთან საუბარში აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა, მარინე ბაბაიანმა.
“9 მანქანა, 17 ადამიანი, რომელთაგან ერთი ინვალიდია ყავარჯნებით, ერთი ასაკოვანი ქალია, ერთი დიაბეტით ავადმყოფი. ჩვენ ტყვედ აგვიყვანეს, გესმით?” ზოგი 10 დღეა, ზოგი ერთი თვეა, მე 5 დღეა აქ ვარ. მე მარტო ვარ, ჩემი მანქანით”- აღნიშნა ქალბატონმა მარინემ და დასძინა, რომ ქართულ მხარესთან დღეს, მთელი დღის განმავლობაში საკითხს არკვევდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინაც მოქალაქეებმა წამოაყენეს საკითხი, რის შემდეგაც საქართველოში სომხეთის საელჩომ უარყო ინფორმაცია, აღნიშნა რა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სომხეთის  მოქალაქე რუსეთის საზღვრის გადაკვეთით ცდილობდა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლას, მაგრამ ვერ მოახერხეს და უკვე ერთი თვეა ზემო ლარსის ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან, სინამდვილეს არ შეესაბამება. საელჩოს დიპლომატები დაუკავშირდნენ ზემო ლარსში მდებარე ქართული საგუშაგოს ხელმძღვანელობას, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამ მომენტისთვის ნეიტრალურ ზონაში მომლოდინე რომელიმე მოქალაქე არ არის.

ნახეთ მეტი
Back to top button