მთავარისაზოგადოება

ჯავახეთის ახალგაზრდებისთვის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო

კორონავირუსის პირობებში, პროგრამა “ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში  უკეთესი მომავლისათვის“,   ონლაინ პლატფორმაზე იყო გადასული და ამჟამად პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მეორე დაიწყო.

პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც 7 თვეს გაგრძელდა, მოიცავდა ღონისძიებებს, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ლექციების კურსს და პრაქტიკულ სემინარს, ეთნიკური პოლიტიკის საკითხებზე, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის გადაუდებელ პრობლემებზე და ტრენინგის კურსს საჯარო პოლიტიკის ანალიზსა და დაგეგმვაში. ასევე პოლიტიკურ  სოციოლოგიას, მასმედიას, ადვოკატირებას, სამოქალაქო უფლებებსა და არჩევნებს, განვითარებისა და განათლების საკითხებს. მარტიდან ლექციები ტარდებოდა Zoom ონლაინ პლატფორმაზე.

პროექტის მეორე ეტაპი უკვე დაიწყო, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სფეროებში ანალიტიკური დოკუმენტების ახალგაზრდა მონაწილეების მხრივ  შემუშავებასა და პრეზენტაციას. ამ დოკუმენტის შემუშავებაში  პროგრამის 6 მონაწილე ახალქალაქიდანაა. ზოგადად, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან 10 მონაწილეა. რონდელის ფონდის მენტორები აქტიურად ეხმარებიან ახალგაზრდებს  ამ დოკუმენტების შემუშავებაში.

ამ სამუშაოს გარდა, რეგიონის  მასშტაბით ჩატარდება ტრენინგები და სემინარები ადგილობრივი თემების ყველა დაინტერესებული წარმომადგენლისთვის შესაბამის საკითხებზე და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე.

ჯავახეთის და ქვემო ქართლის ყველაზე აქტიური ახალგაზრდა მონაწილეთა ჯგუფს შესაძლებლობა ექნება პრაქტიკა მიიღოს  პოლიტიკურ პარტიათა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში – ეს იქნება ამ პროგრამის მესამე ეტაპი.

კორონავირუსის გავრცელებამდე, მონაწილეებმა მოაწყეს ვიზიტი თბილისში, სადაც შეხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. შესაძლებლობა მიეცათ  დაუსვათ მნიშვნელოვანი კითხვები და განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები.

ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის მიერ (რონდელის ფონდი) ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით და აქტიური მონაწილეობით. პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაუმჯობესება საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ პარტიებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის გაღრმავებას, აგრეთვე საქართველოში საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესების დახმარებას ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შემუშავებით.

ამ პროექტის ფარგლებში, რონდელის ფონდი თანამშრომლობს ახალქალაქსა და მარნეულში არსებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორისაა Jnews.ge ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

ნახეთ მეტი
Back to top button