ბაქოში სახლიდან აძევებენ ქართველ მოხუციებს, ბრალად სდებენ სომხობას

ინფოტეკა24. ინტერნეტში გამოჩნდ ვიდეო, რომელიც გადაიღო ბაქოს მკვიდრმა საპრეზიდენტო რეზიდენციის მახლობლად, რომელშიც ქალი, მშობლებთან ერთად, ჩივის, რომ ვიღაც უცნობმა პირებმა მისი მშობლების სახლიდან გაძევება სცადეს, მათ ადანაშაულებენ, რომ ისინი სომხები არიან და ბრალი მიუძღვით ყარაბაღის ოკუპაციაში.
ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მან განაცხადა, რომ პირები, რომლებმაც მშობლებს დანით დაესხნენ თავს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ ვილაეთ ეივაზოვთან არიან დაკავშირებულნი და ამიტომაც მას არავის იმედი არ აქვს, რომ მიმართოს დახმარებისათვის.
პოლიციამ პრეზიდენტის სასახლის წინ მდებარე ტერიტორიიდან მოქალაქისა და მისი მშობლების განდევნა სცადა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ოჯახი არ არის დაკავშირებული სომხებთან და ყარაბაღთან. ქალი წარმოშობით ქართველია და მისი სახელია ნატა ქათამაძე.