საზოგადოება

ინციდენტი სომხეთის მოქალაქეებთან: საელჩომ განმარტა რა მოხდა “ზემო ლარსზე”

ქართველი მესაზღვრეები  შეეცადნენ გაეთავისუფლებინათ ზედა ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც საზღვარზე იყვნენ თავმოყრილი სომხეთის მოქალაქეები.

სომხეთის მოქალაქეებს სურთ რუსეთიდან შინ დაბრუნება, მაგრამ საქართველოს მიერ დაწესებული აკრძალვის გამო, მათ არ შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა და უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან საბაჟოზე.

მანამდე, კრიმინალური ამბების ვებსაიტი shamshyan.com იტყობინება, რომ წუხელ ქართველი  მესაზღვრეები  თავს დაესხნენ ამ ხალხს  და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ხოლო ცვლის უფროსმა, რომელიც მანქანას მართავდა, ცოტა დააკლდა, რომ სომხეთის მოქალაქეს არ დაჯახებოდა.

„სპუტნიკ არმენიი“ კორესპოდენტმა სცადა კომენტარი მიეღო თბილისში სომხეთის საელჩოსგან. საელჩოს თანამშრომელმა ჰარუთიუნ  ჰაირაპეტიანმა  განმარტა, რომ მოქალაქეებმა ნამდვილად დაარღვიეს შესვლის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე. უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი და ამით შეაფერხეს საბაჟოს მუშაობა.

მისი თქმით, არავითარი ძალადობა არ განხორციელებულა სომხეთის მოქალაქეების მიმართ, საქართველოს მებაჟეებმა მხოლოდ გზის განთავისუფლება მოითხოვეს, რადგან ისინი გზის გასწვრივ იყვნენ. ახლა დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფება საბაჟოზე. შეგახსენებთ, რომ 12 მაისს, საელჩოს თანამშრომლები შეხვდნენ საგუშაგოსთან ჩარჩენილ მოქალაქეებს, რომლებმაც მათ საჭმელი და სხვა აუცილებელი ნივთები  მიიტანეს. ადრე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საზღვარგარეთის მოქალაქეებს, დაბრუნდნენ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის სქემისა და კომენდანტის კაბინეტის შესაბამისად და არ მიიღონ მონაწილეობა კერძო ინიციატივებში.

ნახეთ მეტი
Back to top button