საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდგინდა

გამოჯანმრთელდა 372 ადამიანი, გარდაიცვალა – 11, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4373, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 386 პაციენტია.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 372 ადამიანი, გარდაიცვალა – 11, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4373, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 386 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან  სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ნახეთ მეტი
Back to top button