საზოგადოება

საქართველოში სომხეთის საელჩომ ზემო ლარსში ჩარჩენილ სომხეთის მოქალაქეებს საკვები მიაწოდა

12 მაისს საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატებმა  ზემო ლარსში ჩარჩენილ სომხეთის მოქალაქეებს საკვები და სხვა საჭირო ნივთები მიაწოდეს. ამჟამად ზემო ლარსში  სომხეთის 15 მოქალაქეა,  რომელთაც სურთ საქართველოს გავლით სომხეთში ჩასვლა.

საელჩოდან  NEWS.am-ს, აცნობეს, რომ საელჩოს წარმომადგენლები ესაუბრნენ მოქალაქეებს, აუხსნეს  ეპიდემიით გამოწვეული სიტუაცია, მოუწოდეს საქართველოს  საზღვრის გახსნამდე დაბრუნდნენ  საცხოვრებელ ადგილებში.

ნახეთ მეტი
Back to top button