მთავარისაზოგადოება
სომხეთში განიხილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი

შესაძლებელია კორონავირუსით განპირობებული შეზღუდვების შემსუბუქების პარალერულად სახლიდან გარეთ გამოსვლისას სავალდებულო გახდეს ნიღბების ტარება. ეს ინფორმაცია NEWS.am- ს დაუდასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა მანე გევორგიანმა.
„საკითხი ჯერჯერობით განხილვის ეტაპზეა და როდესაც ის დამტკიცდება, ჩვენ ვაცნობებთ საზოგადოებას“, – თქვა მან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხი ასევე დღის წესრიგშია.