მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 180-ით გაიზარდა და გახდა 3718

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები სომხეთში კორონავირუსის დაავადების მიმდინარეობის შესახებ. დაფიქსირდა გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა.
ერევანი, 13 მაისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 180-ით გაიზარდა და გახდა 3718. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ამ დროისთვის, ფაქტობრივად, 2149 ადამიანი მკურნალობს, 34,766 ტესტია ჩატარებული, ინფიცირებულთაგან უკვე 1500 გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დაავადებით სულ გარდაიცვალა 48, 21 არაპირდაპირი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
12 მაისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3538 იყო.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კოროვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს 2020 წლის 14 მაისის 17:00 საათამდე.
4 მაისიდან მოქალაქეების მოძრაობასა და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვები მოიხსნა და გადაადგილების ფურცელი საჭირო აღარაა.

ნახეთ მეტი
Back to top button