
1in.am. იტალიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Rai-Radiotelevisione Italiana მოამზადა ვრცელი გადაცემა სომხეთისა და ქვეყანაში ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივების შესახებ, აღნიშნა რა, რომ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე სომხეთი, რომლის საზღვრების უმეტესი ნაწილი დახურულია, ცდილობს განვითარებას ციფრულ სფეროში. ”ჩვენ გავემგზავრეთ ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ენდობოდა საინფორმაციო სფეროს კვლევებს. სომხეთმა პრეზიდენტად აირჩია ადამიანი, რომელიც არის მეცნიერი, ბიზნესმენი და ფიზიკოსი, და რომელსაც სურს, რომ ქვეყანაში ნახტომისებრი ცვლილება განახორციელოს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. მან ჩვენ გაგვაცნო კვანტური ეპოქის პოლიტიკის quantum politics-ის მისი თეორია”, – აღნიშნა პროგრამის ავტორმა და ცნობილმა ჟურნალისტმა ბარბარა კარფანიამ.
სომხეთში ჟურნალისტი შეხვდა და ესაუბრა რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს, არაერთი საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიის ხელმძღვანელებს, და ეწვია თუმოს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს.
”ამჟამად, ჩვენ ვიმყოფებით კლასიკური სამყაროსა და ახალი კვანტური სამყაროს გზაჯვარედინზე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა სარგსიანმა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ სარგსიანის ეს პოლიტიკური ხედვა იწყება მეცნიერებიდან, კვანტური თეორიის მსგავსად, რომელმაც გასულ საუკუნეში თავდაყირა დააყენა კლასიკური ფიზიკა და საზოგადოება, რამაც გამოიწვია ის ცვლილებები, რასაც ჩვენ ვექვემდებარებით ტექნოლოგიური პროგრესის გამო. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ სომხეთი არის ერთ – ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც დიდი სირთულეების წინაშე დგას და ცდილობს ნახტომის გაკეთებას ტექნოლოგიაში დიდი ინვესტიციების ჩადების წყალობით, როგორც მოიქცნენ მაგალითად, ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე ქვეყნებში – კორეა, ისრაელი და სინგაპური.
”ჩვენ კვანტურ ცხოვრებაში ვცხოვრობთ და პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის განათლების სისტემის შეცვლა. სომხეთი შეიძლება გახდეს მსოფლიო ლიდერი არა სამხედრო, პოლიტიკური და ფიზიკური სიძლიერის თვალსაზრისით, არამედ შეიძლება ლიდერი იყოს განვითარების პროცესში, გახდეს გლობალური მნიშვნელობის მქონე მონაცემების ჰაბი”, – განუცხადა პრეზიდენტმა სარგსიანმა ჟურნალისტს. ”ბევრს საუბრობენ ისრაელის წარმატებებზე, რომელიც პატარა ქვეყანაა, და სინგაპურის შესახებ, რომელიც ოკეანეში არსებული ნავსადგურია, საქონლის მნიშვნელოვანი ნაკადის და სტრუქტურების მქონე საქონელგაცვლის კვანძი. ახალ, არამატერიალურ სამყაროში, არსებობს კიდევ ერთი შესაძლო ოკეანე, საინფორმაციო ოკეანე. ამ დროის პერიოდში შესაძლებელია იქცე ნავსადგურად, სადაც ხდება მონაცემთა დამუშავება და გამოქვეყნება”.
კვანტური ფიზიკის და პოლიტიკის შედარებისას პრეზიდენტ სარგსიანის დაკვირვებით – ”კვანტური სამყარო არის სამყარო, სადაც ვიყენებთ კვანტურ მექანიკასა და ელექტროდინამიკის შედეგებს. ეს არის სამყარო, სადაც ადამიანთა ჯგუფებს შორის ურთიერთობები იცვლება, – განმარტავს არმენ სარგსიანი, – პოლიტიკური მოვლენები, განვითარებები, რევოლუციები შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ფორმებით. უნდა მოხდეს ღირებულებების, ინსტიტუტების, პროცედურების ხელახალი ინტერპრეტაცია. ერები, რომლებიც კლასიკურ სამყაროში დარჩებიან, გადაულახავ წინააღმდეგობებს შეხვდებიან, რადგან საზოგადოება შეიცვლება, მაშინაც კი, თუ პოლიტიკა იგივე დარჩება. საუბარი დემოკრატიულობასა ან არა დემოკრატიულობაზე არ არის, არამედ, უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვაზე: შეხვედით თუ არა კვანტურ სამყაროში?”.
იმ მოსაზრებით, რომ საბჭოთა კავშირმა სომხეთს მიანდო საკომპიუტერო და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო, ჟურნალისტი ეწვია უამრავ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას – Synopsys Armenia, Polixis, BetCoststruc, Chessify და დაინტერესდა მათი განვითარებით.
”ხელოვნური ინტელექტი არ შეცვლის ადამიანის შრომას, აღნიშნა ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა, რომელიც ამუშავებს კომპიუტერულ პროგრამებს, კერძოდ შვეიცარიის ბანკებისთვის. ამ გზით, ადამიანს შეეძლება უფრო მეტი დრო დაუთმოს მნიშვნელოვან სამუშაოს, ხოლო კომპიუტერული პროგრამები მის მაგივრად განახორციელებენ განმეორებით სამუშაოებს, მაგალითად, მოძიებას. ამგვარად ადამიანებს შეეძლებათ თავისი დრო დაუთმონ ინფორმაციის ანალიზს”.
შეეხო რა ხელოვნურ ინტელექტს, პრეზიდენტმა სარგსიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შესაძლებლობა ექნებათ დაამუშავონ უზარმაზარი რაოდენობის მონაცემები. ”ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი რადიკალურად შეიცვლება ისე, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ამ მონაცემთა დამუშავების საუკეთესო მეთოდი”. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ არმენ სარგსიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა კემბრიჯის უნივერსიტეტსა და ბიზნეს სამყაროში, სურს თავისი ქვეყანა ახალ ციფრულ ეპოქისკენ მიმართოს, რაც მას ლიდერად აქცევს ხელოვნური ინტელექტის სფეროში.
საუბარია სომხეთში მოქმედ კიდევ ერთ კომპანიაზე, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ეს ამერიკული აპარატურის მწარმოებელი კომპანია ჰიპერბოლური თანხის ინვესტიციას ახდენს განათლებაში, კურსებს უტარებს უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანიის შენობაში. სტუდენტებმა, რომლებმაც შარშან მონაწილეობა მიიღეს ამ კურსებში, მუშაობა დაიწყეს ამ კომპანიაში.
ჟურნალისტი ასევე საუბრობს თუმოს ცენტრების შესახებ, აღნიშნავს, რომ აქ ბავშვებს საშუალება აქვთ უფასოდ ისწავლონ მონაცემების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თავიანთი მიზნების მისაღწევად. ”ჩვენ არ ვსაუბრობთ კოდირებაზე, ეს აქ ანბანად მიიჩნევა, რომელიც აქ ყველამ იცის, არამედ საუკეთესო სტარტაპებისა და აპლიკაციების შექმნის, მუსიკის, კინოს სწავლის შესახებ”. ,,თუმოს“ ეს ინოვაციური მიდგომა უნიკალურია და მისი ექსპორტიც კი განხორციელდა”, – აღნიშნა ჟურნალისტმა.
გადაცემა ასევე ეხება საპრეზიდენტო ინიციატივას ATOM -ს (Advanced Tomorrow), რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიების განვითარებას და ხელოვნურ ინტელექტს, და ციტირებს პრეზიდენტ სარგსიანს. ”ჩვენ ვქმნით ხელოვნური ინტელექტის შესახებ კვლევებისა და განვითარების ქალაქს, სადაც დიდ კომპანიებს მივიღებთ იტალიიდან, საფრანგეთიდან და შეერთებული შტატებიდან. ჯერ შეიქმნება ამ საწარმოებთან თანამშრომლობის პლატფორმა. შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ იქ საუკეთესო მოსწავლეების არსებობას, ახალი თაობებისთვის შევქმნით ისეთ საგანმანათლებლო მეთოდებს, როგორიცაა “თუმო”, – ამბობს პრეზიდენტი სარგსიანი. მე ვოცნებობ შევქმნა ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გასართობი ცენტრი, ხელოვნური ინტელექტის ,,დისნეი ლენდი“, როგორც ხვალინდელი მუზეუმში, სადაც ბავშვები შეძლებენ გაეცნონ მეცნიერებას და იმოგზაურონ მომავალში“.