სპორტი

ვაჟა აზარაშვილი – პოპულარული სიმღერის დაწერა „არარატთან“ მოგებული ფინალის შემდეგ დავიწყე (ვიდეო)

,,პირველი არხის” ინფორმაციით, „ტაიმაუტის“ დღევანდელი გადაცემა 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს“ წარმატებას მიეძღვნა.

კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა გადაცემაში გაიხსენა, როგორ დაწერა პოპულარული სიმღერა („დინამო! დინამო! დინამო!“)

„1946 წლიდან „დინამოს“ თამაშებზე რეგულარულად დავდიოდი და მატჩი არ გამიცდენია. მახსოვს პაიჭაძის, ჯეჯელავას და ღოღობერიძის წარმატებები. მერე ჩემი თაობა წამოვიდა, მესხი, მეტრეველი, ბარქაია…. 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ და პირველი დიდი სიხარული მოგვანიჭეს. მეორე უდიდესი სიხარული იყო 1976 წელს მოსკოვში „არარატს“ 3:0 რომ მოვუგეთ და საბჭოთა კავშირის თასი პირველად ავიღეთ. იმ ღამეს რა დამაძინებდა?! მაშინვე რაღაც მელოდია დავწერე და მერე პოეტ მორის ფოცხიშვილთან მივედი. მერე შემხვდა „ივერიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯემალ ბაღაშვილი და ჩვენთან მოდიო. ბუთხუზ (ალექსანდრე) ბასილაიამ კარგი არანჟირება გააკეთა და სიმღერა „ივერიამ“ ჩაწერა. მერე ეს სიმღერა გუნდს კარგად დაებედა – წავიდა წარმატებები და პრიზები“, – გაიხსენა ვაჟა აზარაშვილმა.

ვაჟა აზარაშვილი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და იმ იშვიათ ადამიანებს შორის იყო, რომელიც 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ თბილისის „დინამოსა“ და იენის „კარლ ცაისის“ ისტორიულ შეხვედრას დაესწრო.

სრულად გადაცემა ნახეთ ბმულზე.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close