მთავარისაზოგადოება

თვითნებური მოქმედება ართულებს სიტუაციას ლარსში, ქმნის დაძაბულობას: თანანიანი

რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო ატაშემ  არამან თანანიანმა,  „სპუტნიკი სომხეთ“-თან  ისაუბრა ზემო ლარსში რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზონაში სომეხ მოქალაქეთა მდგომარეობისა  და მათი დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ.

არამ თანანიანი და მისი თანაშემწეები შეხვდნენ  მოქალაქეებს, რომლებიც ჩარჩენილნი არიან ნეიტრალურ  ზონაში და მოუწოდეს, რომ დაბრუნებულიყვნენ საცხოვრებელ ადგილებში,  ლარსის გამშვები პუნქტის გახსნამდე, მაგრამ მათ არ მოუსმინეს და თანდათანობით თავი მოიყარეს  აღნიშნულ ზონაში. თანანიანის  თქმით, მათთან ურთიერთობა არავის არ  შეუძლია, ეს გამორიცხულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოდის, რომ მათ დატოვეს რუსეთი, მაგრამ ვერ შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან საქართველოში არსებობს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სხვა მოქალაქეებს არ აქვთ ქვეყანაში შესვლის ან გასვლის უფლება კარანტინის დასრულებამდე.

„ბუნებრივია, რომ საქართველო არ მისცემს  ხალხს თავის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას. სხვათა შორის, მათ აცნობეს ადგილობრივ  მოსახლეობას, ისევე როგორც მესაზღვრეებმა და ჩვენც მივაწოდეთ მათ ინფორმაცია ამის შესახებ. რუსული მხარეს არ აქვს უფლება მათი დაკავების, მაგრამ მას უფლება აქვს არ დაუშვას რუსეთის მოქალაქეების გასვლა  ამ ქვეყნიდან. რუსულმა მხარემ გაუშვა, მაგრამ ქართულ მხარეს აქვს უფლება სხვა ქვეყნის მოქალაქეების არ მიიღოს“, – ამის შესახებ აღნიშნა რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო ატაშემ .

არამ თანანიანის თქმით, შეიქმნა საკმაოდ გაუგებარი სიტუაცია და თუ ჩვენი მოქალაქეები რუსეთში დაბრუნდებიან, ისინი ავტომატურად კვლავ აღმოჩნდებიან საკარანტინოში. ჩვენი მოქალაქეები რომ დარჩენილიყვნენ რუსეთში, ასეთი პრობლემა არ წარმოიქმნებოდა.

თანანიანმა აღნიშნა, რომ ამ  ერთი თვის განმავლობაში, როგორც რუსეთიდან, ასევე სომხეთიდან ათასობით ადამიანი ურეკავდა. მან ყველას მოუწოდა,  დარჩენილიყვნენ ადგილებზე და არ ეცადათ საზღვრის გადალახვა.   ლარსის საბაჟოზე  ყოფნის ან ცხოვრების  არანაირი პირობები  არ არის.

„როდესაც საზღვარი გაიხსნება,  მოსკოვში მდებარე ჩვენი საელჩოს ვებსაიტით ცნობას გავავრცელებთ, რომ ყველას შეუძლია დაბრუნება სპეციალური პროცედურის გავლის შემდეგ.  თვითნებური მოქმედება კი ძალიან ართულებს სიტუაციას და დაძაბულობას ქმნის.  განსაკუთრებით მესაზღვრეებთან, რომლებიც სახელმწიფო მოხელეები არიან“.

მისივე თქმით,ეს ადამიანები უნდა მოთავსდეს  ერთ მანქანაში და გაგზავნილი იქნენ ან სომხეთში, ან რუსეთში.  მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე ზოგიერთს საცხოვრებელი ვადა უკვე ამოეწურა.

თანანიანი  ფიქრობს, რომ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები უნდა შეთანხმდნენ და გამოსავალი იპოვონ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button