მთავარისაზოგადოება

“რუბიკონი გადალახულია, პროცესი შეუქცევადია, ამ არჩევნებზე ქართველი ხალხი გამარჯვების დროშას ააფრიალებს” – ნიკა მელია

ოპოზიცია არის ერთსულოვანი იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც გულისხმობს 8 მარტის ხელშეკრულების უპირობო მხარდაჭერას – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
როგორც newposts.ge წერს, ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს გაანადგუროს და გაანეიტრალოს ოპოზიცია, სწორედ ამიტომ ის დაიჭერს ყველას ვისი დაჭერაც შეუძლია. მან აირჩია გზა, რომელზედაც კონკურენტი არ ეყოლება. ამ პირობებში კი მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ლაპარაკი არასწორია.
მელია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას “მაფიოზური” კანონებით მართავს და მასზე, როგორც დემოკრატიულ მმართველზე საუბარი არ შეიძლება. მან რუბიკონი მაშინ გადალახა, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოატყუა.

“ბიძინა ივანიშვილი არის შორს პოლიტიკისგან, მან აირჩია გზა, რომელზედაც კონკურენტი არ ეყოლება, ეს გზა არის მაფიოზური, ეს გზა არის კრიმინალური. ამ ადამიანს არაფერი არ აინტერესებს, ჩვენს ქვეყანას უყურებს როგორც მეწველ ძროხას, ბეღელს, საიდანაც უფრო მეტ ფულს იშოვის. მას ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ გაანადგუროს და გაანეიტრალოს ყველა, ზოგი ციხეში ჩაყრით, ზოგი უბრალოდ განეიტრალებით და კაცმა არ იცის კიდევ რაზეა წამსვლელი. თუ მიეცემა საშუალება, ეს ადამიანი არასოდეს არ წავა. ეს სურვილი აქვს მას.
ოპოზიცია არის ერთსულოვანი იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც გულისხმობს უპირობო მხარდაჭერას 8 მარტის ხელშეკრულებისა.
რა სისტემაც არ უნდა იყოს აუცილებლად დამარცხდება ივანიშვილი. ნუ უყურებთ ამ ადამიანს , როგორც პოლიტიკოსს, ეს არის მილიარდელი შაქრო კალაშოვი. გადაამლაშა ნამეტანი, როდესაც თავის ყორეს ძალიან დიდი ქვა გამოაცალა. საერთაშორისო საზოგადოებასაც დაუპირისპირდა. ეს არის ბოლო. ეს არ ემართება საღი აზრის მატარებელ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილი არის კრიმინალი. კლასიკური მაფიოზი. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი მცდარი მგონია. მან კარგად უნდა იცოდეს რომ მიიღებს და იქნება კარგი მისთვისვე და არ მიიღებს და ძალიან ცუდი იქნება მისთვისვე. რუბიკონი გადალახულია, პროცესი შეუქცევადია. 2020 წლის ბოლო გამარჯვების დროშას ეს ადამიანები ვერ ააფრიალებენ.” – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა 8 მარტის შეთანხმება შედგეს. მათი თქმით, “პოლიტპატიმრების არგამოშვება ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას ნიშნავს”. ამასთან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ოპოზიციური ფრაქციები საპარლამენტო ბოიკოტს გააგრძელებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button