მთავარისაზოგადოება

საელჩო: სომხეთის მოქალაქეებმა დატოვეს ზემო ლარსის ტერიტორია

ზემო ლარსის ნეიტრალური ზონაში  თავმოყრილი სომხეთის მოქალაქეები  უკვე რუსეთში არიან. ასეთი განცხადება გაავრცელა საქართველოში სომხეთის საელჩომ.

გავრცელებული განცხადების თანახმად,  „სომხეთის რესპუბლიკის თხუთმეტი მოქალაქე რამდენიმე დღეა იმყოფება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალურ ზონაში.

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში სომხეთის  საელჩო არაერთხელ მოუწოდებდა სომხეთის  მოქალაქეებს, რომ არ მოვიდნენ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, რადგან უცხოელებისთვის საქართველოში შესვლა აკრძალულია.

12 მაისს, საელჩოს დიპლომატებმა ეწვივნენ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს და შეხვდნენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, მათ წაიღეს საკვები და ძირითადი მოთხოვნილების საქონელი.

მოქალაქეების უკანონო თავმოყრა ზემო ლარსის საბაჟო პუნქტზე, სადაც ცხოვრებისა და დარჩენისათვის არ არის არავითარი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, დაბრკოლებას უქმნიდა საბაჟოს მუშაობას.

ამჟამად მოქალაქეები გადაყვანილნი იქნენ რუსეთის ტერიტორიაზე.

საელჩო თხოვნით მიმართავს რუსეთში მყოფ  სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომ არ მივიდნენ ზედა ლარსის გამშვებ პუნქტზე და დაიცვან საელჩოს მიერ გავრცელებული მოთხოვნები.

საზღვრის გახსნის შემთხვევაში, საელჩო გააკეთებს შესაბამის განცხადებას”.

ნახეთ მეტი
Back to top button