
გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო სახე მოდის.
სააკაშვილის თქმით, მას უკრაინაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ესტუმრა ბოლო წლების განმავლობაში და სამახსოვროდ საქართველოს რუკაც უსახსოვრეს.
„მე საქართველოს ისტორიიდან ვერავინ ამომშლის. მე პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არასდროს ვიყავი ჩართული. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გყვავს საქართველოში. ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის პოლიტიკაში. ბოლო წლებში ასობით ახალგაზრდა იყო ჩამოსული აქ, აი, ამ სახლში და მათი ჟრიამული ისმოდა. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. მაჩუქეს საქართველოს რუკა, ყელსაბამი, რომელისაც მუდამ ვატარებ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, იმაზე უკეთესად, ვიდრე წარმომედგინა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.