მთავარისაზოგადოება

სომხეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 3860-ს მიაღწია

14 მაისს 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურებულია  კორონავირუსის დაავადების 3860 შემთხვევა, მათ შორის  1572 განიკურნა.

ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე.

ამ დროისთვის, 2218 პაციენტი რეალურად მკურნალობს კორონავირუსის წინააღმდეგ. სულ 36,016 ტესტი ჩატარდა. კორონავირუსული დაავადების 142 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. მთლიანობაში გვაქვს  49 გარდაცვლილი  (1-ით გაიზარდა).

სომხეთის  ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან ირკვევა, რომ გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის მამაკაცი იყო ქრონიკული დაავადებების თანხლებით.

ნახეთ მეტი
Back to top button