სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა ერთი თვის განმავლობაში 13 ივნისამდე

დღეს სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გახანგრძლივების შესახებ.
ამრიგად, სომხეთში 16 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება 30 დღის განმავლობაში 14 მაისის 17:00 საათიდან 13 ივნისის 17:00 საათამდე.
კორონავირუსი (COVID-19) კვლავ უქმნის მოსახლეობას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეს, შეიძლება გამოიწვიოს ნორმალური ცხოვრების პირობების დარღვევა, ამიტომაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარემოებები ჯერ კიდევ არსებობს. კერძოდ 14 მაისს, 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსის დაავადების 3860 შემთხვევა, გარდაცვლილია 49 ადამიანი. შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა მიმდინარეობს 2020 წლის 14 აპრილიდან. სომხეთის რესპუბლიკაში ეპიდემიის შემდგომი გავრცელება და შემთხვევების რიცხვი კვლავ საგანგაშოა და საფრთხეს წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.