მთავარისაზოგადოება

ევროპაში ნაპოვნია კრიმინალური დაჯგუფებები, რომლემსაც ხელმძღვანელობდნენ „კანონიერი ქურდები“ საქართველოდან

ევროპის ოთხ ქვეყანაში (საფრანგეთში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და იტალიაში), საქართველოს „კანონიერმა ქურდებმა“  ორგანიზება გაუკეთეს მსხვილ სავაჭრო ცენტრებში  ქურდობის უდიდეს  ქსელს.  ამის შესახებ წერს 1in.am-ი  ფრანგულ  Valeurs Actuelles- ზე დაყრდნობით.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისის (OCLCO) მონაცემებით, მაფიის კლანის ლიდერი 2015 წლის სექტემბრიდან გახდა 38 წლის გეროგი პ., რომელიც აკონტროლებდა ქურდთა ქსელს პარიზის რეგიონში.

გამომძიებლებმა დააფიქსირეს ორი სავარაუდო ლიდერი, ნოდარ გ. და ილია კ. რომლებიც ხელმძღვანელობენ ილე დე ფრანსის ჯგუფს, პორტუგალიაში, ესპანეთსა და იტალიაში.

PrimeKrim- ის თანახმად, საქმე  ეხება გიორგი ფოლადიაშვილს, მეტსახელად სინკარა, თევდორე  გამისონიას  (ნოდარ სუხუმსკი) და ილია ხელაძეს (ილო ლანჩხუთსკი).

ნახეთ მეტი
Back to top button