ერევანში ტრანსპორტის მუშაობა განახლდება 18 მაისიდან, გაიხსნება საბავშვო ბაღები: ავინიანი
ერევანში ტრანსპორტის მუშაობა განახლდება 18 მაისიდან, გაიხსნება საბავშვო ბაღები, თქვა სომხეთის რესპუბლიკის მთავარმა კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა.
„ 18 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად იფუნქციონირებს, გაიხსნება სავაჭრო ობიექტები“,- ამის შესახებსომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე.
„საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ასევე შეეძლებათ მომსახურების გაწევა დახურულ ადგილებში, იმუშავებს სპორტული დარბაზები , გარე ისტორიული და კულტურული ადგილები და რამდენიმე სხვა ობიექტი.
გარდა ამისა დასაქმებულ მშობლებს რომ მცირეწლოვანი ბავშვების მოვლის პრობლემა არ შეექმნეთ გაიხსნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც“ – თქვა ვიცე-პრემიერმა.
მან დასძინა, რომ ყველა შეზღუდვის შემსუბუქების პროცედურებს თან უნდა ერთოდეს თანაარსებობის მკაცრი წესების დაცვა. ის ვინც წესებს უგულველყოფს დაჯარიმებული იქნება.